7 და ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის გასაღები, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: 8 ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს. მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.