3 და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის სავანე კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათთან, ისინი იქნებიან მისი ხალხი და თავად ღმერთი იქნება მათთან. 4 და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“