გამოცხადება 12:1-5

By
ნოემბერი 18, 2014
1 და გამოჩნდა ცაში დიადი ნიშანი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე. და მის ფეხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი 12 ვარსკვლავით. 2 და იყო ფეხმძიმედ და ყვიროდა, და იტანჯებოდა მშობიარობის ტკივილებით. 3 და გამოჩნდა სხვა ნიშანიც ცაში: აჰა, დიდი წითელი ურჩხული, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა. 4 და მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. და დადგა ურჩხული ქალის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ნაშობი. 5 და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა დამწყსოს ყველა ერი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ყრმა ღმერთთან და მის ტახტთან.

კომენტარის დატოვება

Close
Close