13 და შვიდი სასანთლეს შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი სამოსი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. 14 მისი თავი და თმა თეთრი იყო, როგორც სპეტაკი მატყლი, როგორც თოვლი. და თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი. 15 და მისი ფეხები, როგორც ქურაში გამოწრთობილი ბრინჯაო. და მისი ხმა, როგორც მრავალ წყალთა ხმა. 16 და ეპყრა მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი, და მისი პირიდან ორლესული მახვილი გამოდიოდა; სახე მისი იყო როგორც მზე, მთელი ძალით რომ ანათებს.