გალატელთა 2:16-20

By
თებერვალი 8, 2014
16 მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. 17 ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც! 18 ვინაიდან, თუ მე კვლავ ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი. 19 მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. 20 მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის.

კომენტარის დატოვება

Close
Close