6 მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ მისაგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით, სხვა სახარებაზე. 7 თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. 8 მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებულ იყოს. 9 როგორც წინასწარაც ვთქვი, ახლაც კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს. 10 ადამიანებს ვაწონებ თავს თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ისევ ადამიანებისთვის თავის მოწონებას რომ ვცდილობდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.