1 ღმერთო, ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში; შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს. 2 მისცეს შენი მორჩილების მძორი საჯიჯგნად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები – მიწის ნადირებს. 3 დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა.