ფსალმუნები 37:1-14

By
ივნისი 4, 2015
1 უფალო, შენი რიხსვით ნუ მამხილებ, და ნუ დამსჯი განრისხების ჟამს! 2 რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე. 3 აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; აღარ არის სისაღე ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. 4 რადგან ცოდვანი ჩემნი ასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთად დამძიმდნენ ჩემზე. 5 აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო. 6 წელში მოვიხარე, დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები. 7 რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში. 8 დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივარით. 9 უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი, ჩემი ოხვრა დაფარული არ არის შენგან. 10 ჩემი გული თრთის, ძალღონემ დამტოვა, ჩემს თვალთა სინათლე – აღარც ის არის ჩემთან. 11 მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ახლობლები შორს განმიდგნენ. 12 მახეს მიგებენ ჩემი სულის მაძიებლები, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დასაღუპად და მთელ დღეს მზაკვრობას განიზრახავენ. 13 მე კი არ მესმის, ვითარცა ყრუს და ვითარცა მუნჯს, პირს რომ ვერ აღებს. 14 დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close