ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
151 ძეგლისწერა დავითისა. დამიფარე, უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი. 2 მე ვუთხარი უფალს: „შენ ხარ ჩემი ბატონი! ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს!” 3 წმიდებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან არის ჩემი ყველა სურვილი. 4 დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისკენ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს. 5 უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია; შენს ხელშია ჩემი ხვედრი. 6 ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის. 7 ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი. 8 წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი. 9 ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა სულმა; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად. 10 რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას. 11 მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე.