ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
1291 გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო; 2 უფალო, ისმინე ჩემი ხმა! მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად. 3 თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? 4 მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ. 5 მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული, და მის სიტყვას ველოდები. 6 სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას, უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი – დილას. 7 ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი. 8 და ის დაიხსნის ისრაელს ყოველთა ცოდვათააგან მისთა.