ფსალმუნები 107

By
ივლისი 18, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1071 გალობა. ფსალმუნი. დავითისა. მზად არის ჩემი გული, ღმერთო, მსურს გაქო და გიგალობო; გამოიღვიძე, სულო ჩემო! 2 გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო! გამოვაღვიძებ ცისკარს. 3 გადიდებ შენ, უფალო, ერებს შორის და გიგალობებ მოდგმათა შორის, 4 რადგან დიდია ზეცაზე მეტად წყალობა შენი, და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი. 5 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი, 6 რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე! 7 ღმერთმა თქვა თავის საწმიდარში: „ვიზეიმებ! გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ. 8 ჩემია გილყადი, ჩემია მენაშე, და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა – კვერთხი ჩემი. 9 მოაბი ავზია ჩემი განსაბანელი, ედომს მისწვდებიან ხამლნი ჩემნი, ფილისტიმს დავკივლებ.” 10 ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ? 11 ნუთუ შენ არა, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და აღარ გამოხველ ჩვენს მხედრობასთან? 12 მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი. 13 ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.

ფსალმუნი 106
                                                                                                                                       ფსალმუნი 108

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close