2 სრულქმენით ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი. 3 არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. 4 თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც. 5 თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. 6 რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, 7 მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, 8 დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე.