1 და მან მითხრა მე: ადამის ძევ, შეჭამე, რასაც შენს წინ ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს. 2 და გავაღე მე პირი და მან შემაჭამა ის გრაგნილი. 3 და მითხრა მე: ადამის ძევ, გამოკვებე შენი მუცელი და გაავსე შენი სტომაქი ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. და მე შევჭამე ის, და მეტკბო პირში, როგორც თაფლი.