28 განა არ იცი? განა არ გსმენია, რომ მარადიული უფალი ღმერთი, შემქმნელი ქვეყნიერების კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება? მიუწვდომელია მისი გონება. 29 ის აძლევს ძალას დაღლილს და დაქანცულს სიმტკიცეს მატებს. 30 იღლებიან ჭაბუკნი და იქანცებიან, ყმაწვილნი ეცემიან, 31 ხოლო უფლის მოსავნი ძალას განიახლებენ; ფრთებს გაშლიან ორბებივით, მორბენალნი არ დაიქანცებიან, მავალნი არ დაიღლებიან.