19 დალეწვით დაილეწა ქვეყანა, მსხვრევით დაიმსხვრა ქვეყანა, რყევით შეირყა ქვეყანა. 20 რხევით ირხევა ქვეყანა, როგორც მთვრალი, და როგორც კარავი, ისე ირწევა, დაამძიმებს მას მისი დანაშაული და დაეცემა და ვეღარ აღდგება. 21 და იქნება იმ დღეს: დასჯის უფალი ზეცის მხედრობას ზეცაში და მიწის მეფეებს მიწაზე. 22 და შეიყრებიან ისინი ერთად, როგორც პატიმარნი დილეგში; და ჩაკეტილნი იქნებიან კლიტულში, და მრავალი დღის შემდეგ გაიხსენებენ მათ. 23 გაწბილდება მთვარე და შერცხვება მზეს, რადგან უფალი ცაბაოთი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და დიდება იქნება მის უხუცესთა წინაშე. უფალო, ჩემი ღმერთი ხარ შენ! გადიდებ შენ, მადლობას მივაგებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე,