ძველი აღთქმა
ესაია
121 და იტყვი იმ დღეს: „გმადლობ შენ, უფალო, რადგან განრისხდი ჩემზე, მაგრამ შენი რისხვა დაცხრა და შენ მამშვიდებ მე. 2 აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან ჩემი ძალა და სიმღერა უფალი ღმერთია. ის მყავდა მე ხსნად.” 3 და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. 4 და იტყვით იმ დღეს: „მადლობა უთხარით უფალს, მოუხმეთ მის სახელს, ხალხებში აუწყეთ მისი საქმენი, გაიხსენეთ, რომ დიადია მისი სახელი.” 5 უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული რამ მოიმოქმედა; განითქვას ეს მთელს ქვეყანაზე. 6 ილხინე და იგალობე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია შენს წიაღში ისრაელის წმიდა.