11 და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, 12 რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, 13 ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას, 14 რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყველა ქარი, მოწოდებული ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,