1 ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება მის განსასვენებელში შესვლის აღთქმა, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული. 2 რადგან ჩვენც გვეხარა, ისევე როგორც მათ; მაგრამ მათთვის არ მოუტანია სარგებლობა მოსმენილ სიტყვას, რადგან არ შეერწყა ის მსმენელთა რწმენას. 3 რადგან განსასვენებელში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ‘ვერ შევლენ ისინი ჩემს განსასვენებელში,’“ თუმცა მისი საქმეები აღსრულებული იყო უკვე სამყაროს დასაბამისას. 4 რადგან მეშვიდე დღეზე ერთგან ასეა ნათქვამი: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან.“ 5 და კვლავ იქვე ამბობს: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს განსასვენებელში.“ 6 მაშ, რაკი ზოგიერთისათვის შესაძლებელია მასში შესვლა, ხოლო ვისაც ადრე ეხარა, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო,