28 თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით, 29 როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყო მადლის სული? 30 რადგან ჩვენ ვიცნობთ იმას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება და მე მივუზღავ”. და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ერს”. 31 საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!