ებრაელთა 1:1-6

By
ივნისი 27, 2014
1 ძველთაგან მრავალმხრივ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ღმერთი ჩვენს მამებს წინასწარმეტყველების მეშვეობით 2 ამ უკანასკნელ დღეებში კი დაგველაპარაკა ჩვენ ძეში, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ, ვის მიერაც შექმნა საუკუნენი. 3 იგია მისი დიდების გამოსხივება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უჭირავს თავისი ძალმოსილი სიტყვით. როცა მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა იგი დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა. 4 ანგელოზებზე იმდენადვე ამაღლებული გახდა, რამდენადაც მათზე უპირატესი სახელი დაიმკვიდრა. 5 რადგან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ღმერთს ოდესმე: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ და კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?“ 6 და როცა კვლავ შემოჰყავს ქვეყანაზე პირმშო, ამბობს: „თაყვანი სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close