1 უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ძალა და დიდება.
2 უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.
3 ხმა უფლისა წყლებზე, დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის ხმა მრავალ წყალზე.
4 ხმა უფლისა ძლიერია, ხმა უფლისა ბრწყინვალეა.
5 ხმა უფლისა ამსხვრევს კედრებს; ამსხვრევს ლიბანის კედრებს უფალი.
ფსალმ.28