დანიელი 9:24-27

By
თებერვალი 15, 2014
24 შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა. 25 ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე, წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. 26 სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნით მოვა, ბოლომდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია. 27 იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს. სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე, და წინასწარგანსაზღვრული ეწევა გამტიალებელს.”

კომენტარის დატოვება

Close
Close