ძველი აღთქმა
დაბადება431 შიმშილი გაძლიერდა ქვეყანაზე. 2 და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: „გაბრუნდით, იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.” 3 და უთხრა მას იუდამ: „მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: ‘ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა არ იქნება თქვენთან ერთად.’ 4 თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, მაშინ ჩავალთ და ვიყიდით შენთვის საზრდოს. 5 და თუ არ გაგვაყოლებ, ვერ წავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, რომ ვერ ვიხილავთ მის სახეს, თუ ჩვენი ძმა არ იქნება ჩვენთან.” 6 და თქვა ისრაელმა: „რად მიბოროტეთ და უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?” 7 და მათ უთხრეს: „გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი, ამ სიტყვებით: ‘კიდევ ცოცხალია თქვენი მამა? გყავთ ძმა?’ და ჩვენ ვუპასუხეთ ამ სიტყვებზე. რა ვიცოდით, რომ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?” 8 და უთხრა იუდამ მამამისს: „გამოუშვი ყმაწვილი ჩემთან; და ჩვენ ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, არც შენ და არც ჩვენი ბავშვები! 9 და მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოვიყვანე შენთან და წინ არ დაგიყენე, მაშინ შემცოდე ვიყო შენს წინაშე მთელი სიცოცხლე! 10 რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ჩავიდოდით.” 11 და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, ასე გააკეთეთ: აიღეთ ამ ქვეყნის ნაყოფთაგან და გაავსეთ ჭურჭლები. და ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში. 12 და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლი დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო. 13 თქვენი ძმა წაიყვანეთ. ადექით და დაბრუნდით იმ კაცთან. 14 და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი, ისე შვილმკვდრად დავრჩები.” 15 და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე. 16 და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: „მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამონ პური ამ ხალხმა შუადღისას.” 17 და გააკეთა ამ კაცმა ისე, როგორც უთხრა იოსებმა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში. 18 და შეეშინდათ ძმებს, რადგან მიიყვანეს იოსების სახლში, და თქვეს: „ალბათ ჩვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლის გამო მოგვიყვანეს აქ, რათა ცილი დაგვწამონ და თავს დაგვესხან, და დაგვატყვეონ ჩვენ და ჩვენი სახედრები.” 19 და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას ჭიშკართან. 20 და უთხრეს მას: „მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად, 21 და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით. 22 და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!” 23 და უთხრა მათ: „იყავით მშვიდად! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს ტომრებში. თქვენი ვერცხლი ჩემამდე მოვიდა.” და გამოიყვანა მათთან სიმონი. 24 და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს. 25 და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური. 26 და მოვიდა იოსები სახლში. და მიართვეს მას საჩუქარი, რომელიც ხელთ ჰქონდათ, და სცეს მას თაყვანი მიწამდე. 27 და გამოჰკითხა იოსებმა მათ ჯანმრთელობა, და უთხრა: „ხომ ჯანმრთელადაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ კიდევ ცოცხალია?” 28 და მათ უთხრეს: „ჯანმრთელადაა მამაჩვენი, შენი მსახური, კიდევ ცოცხალია.” და მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. 29 და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა ბენიამინი, თავისი ძმა, ძე თავისი დედისა, და თქვა: „ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?” და თქვა: „ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!” 30 და ისწრაფა იოსებმა, რადგან გაუღვივდა სიყვარული თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა. და გავიდა სხვა ოთახში და იქ ატირდა. 31 და დაიბანა პირი და შემოვიდა. ძალი მოიცა და თქვა: „დააწყვეთ პური.” 32 და მოართვეს მას ცალკე და იმათ – ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის. 33 და დასხდნენ მის წინაშე: პირმშო თავისი პირმშოობისაებრ და უმცროსი თავისი უმცროსობისაებრ და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები. 34 და მიატანინა მათთვის თავისგან კერძი და ბენიამინის კერძი იყო ხუთჯერ მეტი სხვების კერძებზე. და სვეს მათ და გაიხარეს მასთან სმაში.