8 და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას თესლი.” 9 მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი, და ამიტომ, როცა შედიოდა თავის ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა, რათა არ მიეცა თესლი თავისი ძმისათვის. 10 და ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.