ძველი აღთქმა
დაბადება
331 და აღაპყრო იაკობმა თვალი, დაინახა მისკენ მომავალი ესავი, რომელსაც ოთხასი კაცი ახლდა. და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეასა და რახელს, და ორ მხევალს შორის. 2 და წინ დააყენა მხევალნი და მათი შვილები, ლეა და მისი ბავშვები მათ უკან დააყენა, ხოლო რახელი და იოსები სულ ბოლოს. 3 თავად კი მათ წინ წავიდა, და ვიდრე მიუახლოვდებოდა თავის ძმას, თაყვანი სცა მას შვიდჯერ მიწამდე. 4 და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად და გადაეხვია მას, შემოეხვია კისერზე და ეამბორა მას, და ორივენი ატირდნენ. 5 და აღაპყრო თვალი და დაინახა ქალები და ბავშვები, და თქვა: „ვინ არიან ესენი შენი?” და თქვა: „შვილები, რომლებიც უწყალობა ღმერთმა შენს მსახურს.” 6 და მიეახლნენ მხევალნი და მათი შვილები, და თაყვანი სცეს მას. 7 და მიეახლა ლეაც თავისი შვილებითურთ და თაყვანი სცეს. და შემდეგ მიეახლნენ რახელი და იოსები, და თაყვანი სცეს. 8 და თქვა: „რა არის მთელი ეს ბანაკი, რომელსაც მე შევხვდი?” და თქვა იაკობმა: „რათა ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში!” 9 და თქვა ესავმა: „მე საკმარისი მაქვს, ძმაო, რაც შენია, შენთანვე იყოს!” 10 თქვა იაკობმა: „არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი ჩემი ხელიდან, რადგან დავინახე შენი სახე, თითქოს დამენახოს სახე ღვთისა, და კეთილად შემხვდი. 11 და მიიღე ჩემი მოსაკითხი, რომელიც მოგეძღვნა შენ, რადგან შემიწყალა მე ღმერთმა და ყველაფერი მაქვს.” და დაიყოლია იგი და მანაც მიიღო. 12 და თქვა ესავმა: „დავიძრათ და წავიდეთ, და მე წავალ შენს წინ. 13 და უთხრა მას: „იცის ჩემმა ბატონმა, რომ ბავშვები სათუთნი არიან და ჩემი ცხვარ-ძროხა მეწველია. და თუ მათ ერთ დღეს წავასხამთ, მაშინ მთელი სამწყსო გამიწყდება. 14 იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი წამოვალ ნელა, სამწყსოს სვლით, რომელიც ჩემს წინაა, და ბავშვთა სვლით, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში.” 15 და თქვა ესავმა: „მოგიჩენ შენ იმ ხალხიდან, რომელიც მახლავს.” და უთხრა იაკობმა: „რა საჭიროა ეს? ოღონდ კი ვპოვო მადლი ჩემი ბატონის თვალში.” 16 და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ, 17 იაკობი კი დაიძრა სუქოთისაკენ და აიგო თავისთვის სახლი, და თავის სამწყსოსაც გაუკეთა ჩალურები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი. 18 და მივიდა იაკობი მშვიდობით ქალაქ შექემში, რომელიც მდებარეობს ქანაანის ქვეყანაში, შუამდინარეთიდან მისი მოსვლისას, და დაიბანაკა ქალაქის წინ. 19 და იყიდა მინდვრის ნაკვეთი, სადაც გაშალა თავისი კარავი, შექემის მამის, ხამორის, ძეებისაგან ას კესიტად. 20 და აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას ელი, ღმერთი ისრაელისა.
თავი ოცდამეთორმეტე თავი ოცდამეთოთხმეტე