რაოდენ დიდია შენი სახელი უფალო
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე. – ფსალმუნები 8:9
ყველაფერი ბიბლიაზე, ბიბლიის სიმფონია, აუდიო ბიბლია,
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე. – ფსალმუნები 8:9
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. – ებრაელთა 11:6
ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ. – იესო ნავეს ძე 1:9
ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. – 1 კორინთელთა 13:7
ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ. ბევრი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება. – იგავნი 19:20-21
მღვიძარენი იყავითი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძწრის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. – 1 პეტრეს 5:8
ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. – 1 კორინთელთა 10:31
უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება. – 2 კორინთელთა 3:17
იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი. — რომაელთა 12:12
და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში. – ფილიპელთა 4:7