9 და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.“ 10 და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს. 11 აჰა, აღთქმის კიდობანი მთელი ქვეყნის უფლისა გადალახავს თქვენს წინაშე იორდანეს. 12 და ახლა ამოირჩიეთ 12 კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან. 13 როდესაც კიდობნის, მთელი ქვეყნის უფლის კიდობნის მტვირთელი მღვდლების ფეხის ტერფები ჩადგებიან იორდანეს წყლებში, წყალი გაიპობა: მათ ქვემოთა წყალი ჩაიწრიტება, ზემოდან მომდინარე წყალი კი შეჩერდება და კედლად შედგება.“