დაბადება 19:4-8

By
მაისი 2, 2014
4 ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. 5 და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: „სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!“ 6 გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიხურა კარი, 7 და უთხრა: „ნუ იზამთ უკეთურებას, ძმებო! 8 აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელნიც ჯერ არ წოლილან კაცთან. მათ გამოვიყვან და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!“

კომენტარის დატოვება

Close
Close