11 და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელსაც ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რომელიც სიმართლით განსჯის და იბრძვის. 12 და მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი დიადემა ადგას და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.