9 რადგან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა. 10 მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს. 11 რადგან არავის ძალუძს დადოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. 12 და ვინ როგორ აშენებს ამ საძირკველზე – ოქროთი, ვერცხლით, პატიოსანი ქვებით, ძელით, თუ თივით, – 13 თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. დღე გამოაჩენს ამას, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და ცეცხლი გამოსცდის, თუ როგორი არის თითოეულის საქმე. 14 ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.