იერემია 14:8-10

By
სექტემბერი 12, 2014
8 ისრაელის იმედო და მხსნელო მისი უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში და ღამის გასათევად შეჩერებული მოგზაურივით? 9 რატომ ხარ გაოგნებული კაცივით, გმირივით, რომელსაც ხსნის ძალი არ შესწევს? შენ ხომ ჩვენს შორის ხარ, უფალო, და ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით; ნუ მიგვატოვებ, უფალო! 10 ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რადგან მათ უყვარდათ ხეტიალი და ფეხს ვერ აჩერებდნენ, ამიტომ არ სურს ისინი უფალს. ახლა გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს მათ.

კომენტარის დატოვება

Close
Close