12 რადგანაც იგი იხსნის ღარიბს, როდესაც შეჰღაღადებს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე. 13 შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სიცოცხლეს დაიხსნის. 14 იხსნის მათ სიცოცხლეს ვერაგობისა და ძალადობისგან, ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში.