14 თქვენი ახალმთვარობები და დღესასწაულები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა ისინი, დავიღალე მათი ზიდვით. 15 და, როცა ხელს გამომიშვერთ, მე თვალს აგარიდებთ, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ, რადგან სისხლითაა დასვრილი თქვენი ხელები. 16 განიბანეთ, განიწმიდეთ, მოაშორეთ თქვენი ბოროტი საქმეები ჩემს თვალთაგან, შეწყვიტეთ ბოროტება. 17 ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძიეთ სამართალი; გაამხნვეთ ჩაგრული, სამართლიანად განიკითხეთ ობოლი, გამოესარჩლეთ ქვრივს. 18 მოდით და ვიკამათოთ, – ამბობს უფალი. – ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გახდება.