ძველი აღთქმა
დაბადება421 დაინახა იაკობმა, რომ იყო პური ეგვიპტეში, და უთხრა იაკობმა თავის ძეებს: “რას უყურებთ?” 2 და თქვა: „გავიგე, რომ არის პური ეგვიპტეში. წადით იქ და იყიდეთ პური, რათა ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ შიმშილით!” 3 და ჩავიდა იოსების ათი ძმა ეგვიპტეში პურის საყიდლად. 4 ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაგზავნა იაკობმა მის ძმებთან ერთად, რადგან თქვა: „არ შეემთხვეს ფათერაკი.” 5 და მივიდნენ ისრაელის ძენი პურის საყიდლად სხვა მიმსვლელთა შორის, რადგან იყო შიმშილი ქანაანის ქვეყანაში. 6 და იოსები იყო იმ ქვეყნის განმგებელი. იგი ასყიდებდა პურს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და თაყვანი სცეს მას მიწამდე. 7 დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა მათ: „საიდან მოხვედით?” და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.” 8 და იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი. 9 და გაიხსენა იოსებმა სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა. და უთხრა მათ: „ჯაშუშები ხართ თქვენ, ამ ქვეყნის გზა-კვალის სანახავად მოხვედით.” 10 და უთხრეს მათ: „არა, ბატონო! საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი. 11 ჩვენ ყველა ერთი კაცის ძენი ვართ. პატიოსნები ვართ ჩვენ, შენი მსახურნი, არა ვართ ჯაშუშები!” 12 უთხრა იოსებმა: „არა, ამ ქვეყნის სიშიშვლის სანახავად მოხვედით თქვენ!” 13 და მათ უთხრეს: „თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ძენი ვართ ერთი კაცისა ქანაანის ქვეყანაში, უმცროსი მამასთანაა დღეს, ერთი კი აღარა გვყავს.” 14 და თქვა იოსებმა: „ასეა, როგორც გითხარით: ჯაშუშები ხართ! 15 ამით გამოიცდებით, ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, თუ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ. 16 გაგზავნეთ ერთი თქვენგანი, და მოიყვანოს თქვენი ძმა. თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. და შემოწმდება თქვენი სიტყვები, თუ თქვენთანაა ჭეშმარიტება. და თუ არა, მაშინ, ვფიცავ ფარაონს, ჯაშუშები ხართ.” 17 და სამ დღეს დაცვა დაუყენა მათ. 18 და უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ეს გააკეთეთ და იცოცხლებთ, რადგან ღმერთისა მეშინია მე! 19 თუ თქვენ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა იმ სახლში, სადაც თქვენა ხართ დაპატიმრებული, თქვენ კი წადით, მიიტანეთ პური თქვენს დამშეულ სახლში. 20 და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან და სარწმუნო იქნება თქვენი სიტყვები, და არ დაიხოცებით.” და ასეც მოიქცნენ. 21 და უთხრეს მათ ერთმანეთს: „ნამდვილად ვისჯებით ჩვენი ძმის გამო, რადგან ჩვენ ვხედავდით მისი სულის ტანჯვას, როდესაც გვევედრებოდა, ჩვენ კი არ ვისმინეთ! ამიტომ გვეწვია ეს ჭირი.” 22 და მიუგო მათ რეუბენმა: „ხომ გეუბნებოდით, ნუ შესცოდავთ-მეთქი ბავშვის წინააღმდეგ, და არ ისმინეთ. და აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.” 23 და მათ არ იცოდნენ, რომ ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იდგა მათ შორის. 24 და იოსები მოცილდა მათ და ატირდა. და მერე დაბრუნდა მათთან და ელაპარაკა, სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა. 25 და ბრძანა იოსებმა: აევსოთ ხორბლით მათი ტომრები, და ჩაედოთ მათი ფული მათ ტომრებში, და მიეცათ მათთვის საგზალი. და ასეც გაუკეთეს მათ. 26 და აჰკიდეს თავისი პური თავიანთ სახედრებს და წავიდნენ იქიდან. 27 და გახსნა ერთმა თავისი ტომარა, რათა მიეცა საკვები სახედრისათვის ღამის გათევისას, და დაინახა თავისი ვერცხლი თავის ტომარაში. 28 და უთხრა მან თავის ძმებს: „დაუბრუნებიათ ჩვენი ვერცხლი, ის ხომ ჩვენს ტომარაშია!” და შეუკრთათ გულები და ერთმანეთს კანკალით მიმართეს: „ეს რა გვიყო ჩვენ ღმერთმა?” 29 და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში, და უამბეს მას ყოველი, რაც შეემთხვათ, ამ სიტყვებით: 30 „იმ ქვეყნის ბატონი მკაცრად გველაპარაკა და ჯაშუშებად მიგვიჩნია ჩვენ. 31 ვუთხარით მას: ‘არა ვართ ჯაშუშები, პატიოსანი ხალხი ვართ; 32 თორმეტი ძმანი ვართ, ძენი მამაჩვენისა, ერთი აღარაა ჩვენთან, უმცროსი კი მამასთანაა, ქანაანის ქვეყანაში.’ 33 და გვითხრა ჩვენ იმ კაცმა, იმ ქვეყნის ბატონმა: ‘ამით გავიგებ, თუ პატიოსნები ხართ: თქვენი ერთი ძმა დატოვეთ ჩემთან, თქვენ კი აიღეთ პური თქვენი დამშეული სახლისათვის და წადით. 34 და მოიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა ჩემთან. და მაშინ გავიგებ, რომ ჯაშუშები არა ხართ და პატიოსნები ხართ. და დაგიბრუნებთ თქვენს ძმას, და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში.’” 35 ცლიდნენ ისინი თავიანთ ტომრებს, და აჰა, თითოეულის ვერცხლის ქისა ტომარაშია. და დაინახეს თავ-თავიანთი ვერცხლის ქისები, მათ და მათმა მამამ, და შეეშინდათ. 36 და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: „შვილმკვდარად მაქციეთ მე: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინსაც წაიყვანთ, – ჩემს თავზეა ყველაფერი!” 37 და უთხრა რეუბენმა მამამისს: „ორივე ჩემი ძე მომიკალი, თუ არ მოგიყვანო იგი. მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ მას.” 38 უთხრა მას: „არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი გზაზე, სადაც მიდიხართ, ჩემს ჭაღარას მწუხარებით ჩადებთ შავეთში.”