რიცხვნი 1

აპრილი 27, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
11 და ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს: 2 „აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამაკაცი მათი სულადობით. 3 ოცი წლისა და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელის ძე აღრიცხეთ მათი ლაშქრების მიხედვით – შენ და აარონმა. 4 თქვენთან უნდა იყოს თითო-თითო კაცი თითოეული ტომიდან. თავკაცი უნდა იყოს იგი თავისი მამისსახლისა. 5 და ესენია სახელები მამაკაცებისა, რომელნიც იქნებიან თქვენთან ერთად: რეუბენიდან ელიცური, ძე შედეურისა; 6 სიმონიდან შელუმიელი, ძე ცურიშადაისა; 7 იუდასაგან ნახშონი, ძე ყამინადაბისა; 8 ისაქარისაგან ნეთანელი, ძე ცუყარისა; 9 ზებულუნისაგან ელიაბი, ძე ხელონისა; 10 იოსების ძეთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა; მენაშედან გამალიელი, ძე ფედაცურისა; 11 ბენიამინიდან აბიდანი, ძე გედეონისა; 12 დანიდან ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა; 13 აშერიდან ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა; 14 გადიდან ელიასაფი ძე რეღუელისა; 15 ნაფთალიდან ახირაყ, ძე ყენანისა.” 16 ესენი იყვნენ გაწვეულნი თემიდან, მთავარნი თავიანთი მამების ტომებისა, ისრაელის ათასეულთა მეთაურები. 17 და მოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომელნიც წოდებულნი იყვნენ სახელებით, 18 და შეკრიბეს მთელი თემი მეორე თვის პირველ დღეს. და გამოაცხადეს მათ თავიანთი წარმომავლობა საგვარეულოების, თავიანთი მამისსახლების და სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, მათი სულადობით. 19 როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა მან ისინი სინაის უდაბნოში. 20 და იყვნენ ისრაელის პირმშოს, რეუბენის ძენი მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, მათი სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 21 აღრიცხული რეუბენის ტომიდან იყო ორმოცდაექვსი ათას ხუთასი. 22 სიმონის ძეთაგან მათი შთამომავლობის, მათი საგვარეულოების და მათი მამისსახლის მიხედვით, რომელნიც აღირიცხნენ სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 23 აღრიცხულნი სიმონის ტომიდან იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი. 24 გადის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და ზემოთ, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 25 აღირიცხა გადის ტომიდან; იყო ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი. 26 იუდას ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 27 აღირიცხა იუდას ტომიდან სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი. 28 ისაქარის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათი სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 29 ისაქარის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი. 30 ზებულუნის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 31 ზებულუნის ტომიდან, აღრიცხული იყო ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი. 32 იოსების ძეთაგან: ეფრემის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, სახელთა რიცხვის მიხედვით ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი, 33 ეფრემის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცი ათას ხუთასი. 34 მენაშეს ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 35 მენაშეს ტომიდან აღრიცხული იყო ოცდათორმეტი ათას ორასი. 36 ბენიამინის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 37 ბენიამინის ტომიდან აღრიცხული იყო ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი. 38 დანის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 39 დანის ტომიდან აღრიცხული იყო სამოცდაორი ათას შვიდასი. 40 აშერის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 41 აშერის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდაერთი ათას ხუთასი. 42 ნაფთალის ძეთაგან მათი შთამომავლობის, საგვარეულოების, მათი მამისსახლის, მათ სახელთა რიცხვის მიხედვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი. 43 ნაფთალის ტომიდან აღრიცხული იყო ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი. 44 ესენი არიან აღრიცხულნი, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა, და ისრაელის მთავრებმა თორმეტმა კაცმა: თითო კაცი იყო თითოეულის მამისსახლიდან. 45 და იყო ყველა აღრიცხული ისრაელის ძე, მათი მამისსახლიდან, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი. ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელში. 46 და იყო ყველა აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. 47 და ლევიანები მათი მამისეული ტომების მიხედვით არ აღრიცხულან მათ შორის. 48 და უთხრა უფალმა მოსეს: 49 „მხოლოდ ტომი ლევისა არ შეიტანო აღწერაში და არ აღრიცხო ისინი ისრაელის ძეთა შორის. 50 შენ დანიშნე ლევიანები მოწმობის კარავზე, ყოველ მის ჭურჭელზე და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის ახლოს დაიბანაკონ. 51 როცა საჭირო იქნება კარვის გადატანა, დაშალონ იგი ლევიანებმა. და კარვის შეჩერებისას დადგან ის ლევიანებმა, უცხო კი, ვინც მას გაეკარება, მოიკლას. 52 და დაიბანაკონ ისრაელის ძეთ, თითოეულმა თავის ბანაკში და თითოეულმა თავის დროშასთან თავიანთი ლაშქრების მიხედვით. 53 ლევიანებმა კი დაიბანაკონ მოწმობის კარვის ახლოს, რათა არ იყოს რისხვა ისრაელის ძეთა თემზე. და დაიცავენ ლევიანები მოწმობის კარვის საგუშაგოს.” 54 და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
ლევიანნი                                                                                                                                                            თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close