ძველი აღთქმა
1 მეფეთა
91 იყო ერთი კაცი ბენიამინის ტომიდან სახელად კიში, ძე აბიელისა, ძისა ცერორისა, ძისა ბექორათისა, ძისა აფიახისა, ძისა ვინმე ბენიამინელისა, მაგარი ვაჟკაცი. 2 მას ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელის ძეთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო. ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე. 3 და დაეკარგა ჭაკი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: „წაიყვანე რომელიმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.” 4 გადაიარა ეფრემის მთა, მოიარა შალიშას მხარე, მაგრამ ვერ იპოვნეს. მოიარეს შაალიმის მხარე და არც იქ იყო. მოიარა ბენიამინის მხარე და ვერ იპოვეს. 5 მივიდნენ ცუფის მხარეში და უთხრა საულმა მსახურ ბიჭს, თან რომ ახლდა: „მოდი, გავბრუნდეთ უკან. დაავიწყდებოდა მამაჩემს ვირები და ჩვენი დარდი ექნება.” 6 უთხრა მას: „აი, ღვთისკაცია ამ ქალაქში. პატივდებული კაცია; რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.” 7 უთხრა საულმა თავის მსახურს: „კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარ გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთისკაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან?” 8 კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: „აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში, მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.” 9 უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: „მოდი, წავიდეთ მისანთან”, რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია,
უწინ მისანი ეწოდებოდა. 10 უთხრა საულმა თავის მსახურს: „სწორს ამბობ. წამო, წავიდეთ.” წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი იყო. 11 აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდნენ წყალზე მიმავალი გოგონები, ჰკითხეს: “არის აქ სადმე მისანი?” 12 მიუგეს: „აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს გორაკზე. 13 როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე გორაკზე არ ასულა საჭმელად, რადგან ხალხი არაფერს შეჭამს მის მისვლამდე. მან უნდა აკურთხოს საკლავი, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი პოვნა.” 14 ავიდნენ ქალაქში. შუა ქალაქში შევიდნენ და აჰა, ეგებება მათ გორაკისაკენ მიმავალი სამუელი. 15 საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისათვის: 16 „ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხრიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მთავრად. იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთა ხელიდან, რადგან მოვხედე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.” 17 დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაადასტურა: „აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.” 18 შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა: „მასწავლე, სად არის აქ მისნის სახლი.” 19 მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: „მე ვარ მისანი. წამიძეხი გორაკისაკენ. დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს. 20 ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?” 21 მიუგო საულმა და უთხრა: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი. ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?” 22 და წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური, და შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა. 23 უთხრა სამუელმა მზარეულს: „გამოიტანე ის ნაწილი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე–მეთქი.” 24 გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: „ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისათვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე.” და პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად. 25 ჩამოვიდნენ გორაკიდან ქალაქში და სახლის ერდოზე ელაპარაკა საულს. 26 და ადგნენ დილაადრიანად, და განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ერდოზე და უთხრა: „ადექი, უნდა გაგისტუმრო.” და ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამუელი, გარეთ. 27 როცა ქალაქის ბოლოზე ჩადიოდნენ, სამუელმა უთხრა საულს: „უთხარი, ჩვენს წინ წავიდეს მსახური და იაროს. შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო.”