იესო ნავეს ძე 15

By
მაისი 6, 2015
ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

151 და წილად ხვდა იუდას ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან იყო ცინის უდაბნო, სამხრეთით, სამხრეთის კიდემდე. 2 და მათი სამხრეთის საზღვარი იყო მარილოვანი ზღვის კიდედან ყურის სამხრეთისაკენ, 3 სამხრეთით ის გადიოდა ყაკრაბიმის მაღლობისაკენ, გადადიოდა ცინს, სამხრეთიდან ადიოდა კადეშ-ბარნეაყისაკენ, და გადადიოდა ხეცრონს. და ადიოდა ადარასთან, უხვევდა კარკაყასაკენ. 4 და გაივლიდა ყაცმონს, გადიოდა ეგვიპტის ხევისაკენ, და ამ საზღვრის დასასრული ზღვაა. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად. 5 ხოლო აღმოსავლეთის საზღვარი იყო მარილოვანი ზღვა, იორდანეს შესართავამდე. და საზღვარი ჩრდილოეთის მხრიდან, ზღვის ყურედან იყო იორდანეს შესართავიდან. 6 და ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე, და გადადიოდა ბეთ-ყარაბასაკენ ჩრდილოეთით, და ადიოდა საზღვარი ბოჰანის ქვამდე, რეუბენის ძისა. 7 და აღწევდა საზღვარი დებირამდე ყაქორის ველიდან, და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო, ხევის სამხრეთით რომ არის; და გადადოდა საზღვარი ყენ-შემეშის წყლებისკენ და მთავრდებოდა ყენ-როგელთან. 8 და ადიოდა საზღვარი ბენ-ჰინომის ველისკენ, იებუსის ანუ იერუსალიმის სამხრეთით, და ადიოდა საზღვარი მთის მწვერვალისაკენ, ჰინომის ველის ზემოთ რომ არის, დასავლეთით, რეფაიმის ველის კიდეზე, ჩრდილოეთით. 9 და უხვევდა საზღვარი მთის მწვერვალიდან წყაროს წყლებისკენ და გადიოდა ყეფრონის მთის ქალაქებისკენ, და უხვევდა საზღვარი ბაყალასაკენ ანუ კირიათ-იეყარიმისკენ. 10 და უხვევდა საზღვარი ბაყალადან დასავლეთისკენ, სეყირის მთისკენ, და გაივლიდა იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო კალთებს, და ეშვებოდა ბეთ-შემეშისაკენ და გადადიოდა თიმნასაკენ. 11 და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქრონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე. და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან. 12 დასავლეთის საზღვარი იყო დიდი ზღვა. და ეს საზღვარი არის იუდას ძეთა საზღვარი ირგვლივ, მათი საგვარეულოების მიხედვით. 13 და ქალებს, იეფუნეს ძეს, მისცა წილი იუდას ძეთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის; [და მისცა მას იესომ] კირიათ-არბაყი, ყენაკელთა მამის, ანუ ხებრონი. 14 და განდევნა იქიდან ქალებმა სამი ძე ყენაკისა: შეშაი, ახიმანი და თალმაი, შვილები ყენაკისა. 15 და ავიდა იქიდან იგი დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ და უწინ მას კირიათ-სეფერი ერქვა. 16 და თქვა ქალებმა: „ვინც მოსრავს კირიათ-სეფერს და აიღებს, მას ცოლად მივცემ ყაქსას, ჩემს ასულს. 17 და აიღო იგი ღოთონიელმა, ქალების ძმამ და კენაზის ძემ, და მისცა მას ცოლად ყაქსა, თავისი ასული. 18 და შინ რომ მივიდნენ, ცოლმა დაიყოლია ღოთონიელი და თავისი მამისგან მინდორი გამოათხოვნინა, თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან, და ჰკითხა მას ქალებმა: „რა გინდა?” 19 და მან უპასუხა: „მომეცი მე კურთხევა. რაკი სამხრეთის ქვეყანა მომეცი, ბარემ ახლა წყლის წყაროებიც მომეცი.” და მან მისცა მას ზემო და ქვემო წყაროები. 20 აი, იუდას ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. 21 და იყო მათი ქალაქები იუდას ტომის სამკვიდროს კიდეზე, ედომის საზღვრისკენ, სამხრეთში: კაბცეელი, ყედერი, იაგური, 22 კინა, დიმონა, ყადყადა, 23 კედეში, ხაცორი, ითნანი, 24 ზიფი, ტელემი, ბაყალოთი, 25 ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი ანუ ხაცორი, 26 ამამი, შემაყი, მოლადა, 27 ხაცორ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი, 28 ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია, 29 ბაყალა, ყიიმი, ყეცემი, 30 ელთოლადი, ქესილი, ხორმა, 31 ციკლაგი, მადმანა, სანსანა, 32 ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი – სულ ოცდაცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. 33 ბარში: ეშთაოლი, ცორყა, აშნა, 34 ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ჰაყენამი, 35 იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა, 36 შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი – სულ თოთხმეტი ქალაქი თავისი სოფლებით. 37 ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი, 38 დილყანი, მიცფე, იოკთეელი, 39 ლაქიში, ბაცკათი, ყეგლონი, 40 ქაბონი, ლახმასი, ქითლიში, 41 გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა – თექვსმეტი ქალაქი თავისი სოფლებით. 42 ლიბნა, ყეთერი, ყაშანი, 43 იფთახი, აშნა, ნეციბი, 44 კეყილა, აქზიბი, მარეშა – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. 45 ყეკრონი თავისი ქალაქებითა და თავისი სოფლებით. 46 ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდის მახლობლად იყო, მისი სოფლებით. 47 აშდოდი, თავისი ქალაქებითა და სოფლებით; ღაზა, თავისი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე; დიდი ზღვა თავისი სანაპიროთი. 48 ხოლო მთაში: შამირი, იათირი, სოქო, 49 დანა, კირიათ-სანა, ანუ დებირი, 50 ყანაბი, ეშთემო, ყანიმი, 51 გოშენი, ხოლონი და გილო – თერთმეტი ქალაქი თავისი სოფლებით. 52 არაბი, რუმა, ეშყანი, 53 იანუმი, ბეთ-თაფუახი, და აფეკა, 54 ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით. 55 მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა, 56 იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი, 57 კაინი, გიბყა და თიმნა – ათი ქალაქი თავისი სოფლებით. 58 ხალხული, ბეთ-ცური, გედორი, 59 მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით. 60 კირიათ-ბაყალი ანუ კირიათ-იეყარიმი და რაბა – ორი ქალაქი თავისი სოფლებით, 61 უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა, 62 ნიბშანი, მარილის ქალაქი და ყენგედი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით. 63 და იებუსელთა, იერუსალიმის მკვიდრთა, განდევნა ვერ შეძლეს იუდაელებმა, და ცხოვრობენ იებუსელნი იუდაელებთან იერუსალიმში დღევანდლამდე.

თავი მეთოთხმეტე                                                                                                                           თავი მეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close