7 არამედ ვაუწყებთ ღმერთის სიბრძნეს, საიდუმლოსა და დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისათვის, 8 რომელიც ამ საუკუნის მთავართაგან ვერავინ შეიცნო, რადგან რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს. 9 მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ.“