1 მეფეთა 31

მაისი 11, 2015

ძველი აღთქმა
1 მეფეთა

311 და მიეწვივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი – საულის შვილები. 2 და მრისხანე გახდა ბრძოლა საულთან. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა, და იგი მძიმედ დაიჭრა. 3 და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ წინადაუცვეთელები და არ მომკლან და არ შეურაცხმყონ.” და უარი თქვა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა თავისი მახვილი და ზედ დაეგო. 4 და, როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო თავის მახვილს და მოკვდა მასთან ერთად. 5 და ერთად დაიხოცნენ ერთ დღეს საული და მისი სამი ვაჟიშვილი, მისი საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი თანამებრძოლი. 6 და, როცა დაინახეს ველს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელის ძეთ, რომ უკუიქცნენ ისრაელის ძენი და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. და მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ. 7 მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი. 8 და თავი მოაჭრეს მას და საჭურველი აჰყარეს, და დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისათვის და ხალხისათვის. 9 და დადვეს მისი საჭურველი ყაშთაროთების ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს. 10 და, გაიგეს გილყადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს. 11 ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, აიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები ბეთ-შანის კედლიდან და მოიტანეს იაბეშში, და დაწვეს. 12 და აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ. და შვიდ დღეს იმარხულეს. 13 საულის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა დავითი ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა ციკლაგში ორ დღეს.
თავი ოცდამეათე                                                                                                                                               2 მეფეთა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close