ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
101 გუნდის ლოტბარს. დავითისა. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში. 2 რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს. 3 თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას?” 4 უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს. 5 უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. 6 აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი. 7 რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
ფსალმუნი 9 ფსალმუნი 11
ფსალმუნი 9 ფსალმუნი 11