ფსალმუნები 11

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
111 დავითის საგალობელი. რვაძალიან საკრავზე. გუნდის ლოტბარს. 2 მიხსენი, უფალო! რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან. 3 ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ; 4 მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს, 5 რომელნიც ამბობენ: „ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?” 6 „რადგან ღარიბები ძლიერ კვნესიან და ჩაგრულნი გმინავენ, აღვდგები, – ამბობს უფალი, – აღმოვუჩენ შველას, ვისაც იგი სურს.” 7 უფლის სიტყვები – წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული. 8 უფალო, შენ შეინახავ მათ, და ჩვენ დაგვიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
ფსალმუნი 10                                                                                                ფსალმუნი 12

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close