ფსალმუნები 27

ძველი აღთქმა
ფსალმუნები 

271 დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის. ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს. 2 ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს აღვაპყრობ შენი წმიდა ტაძრისკენ. 3 ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობიანად ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ. 4 მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტი მოქმედებისამებრ; მათი ხელის ნაქნარისამებრ მიუზღე მათ, და მათი ბოროტი საქმეებისამებრ. 5 რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს კვლავ. 6 კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა. 7 უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი; მისით სასოებს ჩემი გული, და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული, და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას. 8 უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია. 9 იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო, მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნისამდე.
ფსალმუნი 26                                                                                                ფსალმუნი 28

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close