ფსალმუნები 28

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

281 ფსალმუნი. დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება. 2 უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით. 3 ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის ხმა იყო მრავალ წყალზე. 4 ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით. 5 ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი. 6 და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს – მარტორქის შვილის მსგავსად. 7 ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს. 8 ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს. 9 ხმა უფლისა უდღეურად მოაგებინებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს, „დიდება”. 10 უფალი იჯდა წარღვნის დროს, და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე. 11 უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
ფსალმუნი 27                                                                                                ფსალმუნი 29

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close