ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
471 გალობა; ფსალმუნი. კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, თავის წმიდა მთაზე. 2 ლამაზად მაღლდება მთა სიონისა, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა. 3 ღმერთი თავის ტაძარში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე. 4 რადგან აგერ, შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად. 5 ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ. 6 ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესვაით. 7 აღმოსავლეთის ქარით შემუსრე შენ თარშიშის ხომალდები. 8 როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში. ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. 9 ვფიქრობდით, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში. 10 ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა. 11 დაე იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სიმართლის გამო. 12 ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები. 13 გული მიაპყარით მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას. 14 რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.