ძველი აღთქმა
ფსალმუნები
601 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. 2 ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეღ! 3 რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი. 4 ვიცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების ჩრდილქვეშ. 5 რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩემნი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინიათ. 6 დღეები შესძინე მეფის დღეებს, მისი წლები – თაობიდან თაობამდე. 7 იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას. 8 ასე ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითიდღე.