ფსალმუნები 78

By
ივლისი 13, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

781 ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო, ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში; შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს. 2 მისცეს შენი მორჩილების მძორი საჯიჯგნად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები – მიწის ნადირებს. 3 დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა. 4 სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხარად ასაგდები და დასაცინი – ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის. 5 როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული? და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი? 6 გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გიცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ. 7 რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს. 8 ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით. 9 დაგვეხმარე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის, გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის. 10 რატომ უნდა თქვან ხალხებმა: „სად არის ახლა მათი ღმერთი?” ცნობილი გახდეს წარმართთა შორის, ჩვენს თვალწინ, შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა. 11 მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ, შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს. 12 დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო. 13 ხოლო ჩვენ – შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი – გაქებთ მარადჟამს; თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.

ფსალმუნი 77                                                                                                                                          ფსალმუნი 79

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close