ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
1221 გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში დამკვიდრებულო, 2 აჰა, ვითრაცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს. 3 შეგვიწყალე, უფალო! შეგვიწყალე; რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით! 4 მეტისმეტად აღივსო ჩვენი სული მდიდართა ვედრებით და ამპარტავანთა სიძულვილით.