ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
1231 გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან – თქვას ისრაელმა – 2 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცნი, 3 მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე. 4 მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს; 5 გადაუვლიდნენ ჩვენს სულს ბობოქარი წყლები. 6 კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის. 7 ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით. 8 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია – ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.