ესაია 24:1-6

By
აგვისტო 31, 2015
1 აჰა, უფალი აუკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, ასხვაფერებს მის სახეს და ფანტავს მის მცხოვრებთ. 2 და ერთი იქნება ერი და მღვდელი, მონა და მისი ბატონი, მხევალი და მისი ქალბატონი, მყიდველი და გამყიდველი, გამსესხებელი და მსესხებელი, მევახშე და მოვალე. 3 გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა. 4 გლოვობს, მიილია ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყანა, დაუძლურდნენ დიდებულნი ქვეყნის ერისა. 5 ქვეყანა შეიბილწა მისი მცხოვრებლების მიერ, რადგან გადავიდნენ რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. 6 ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა და დაისაჯნენ მისი მცხოვრებნი; ამის გამო გადაიბუგნენ ქვეყნის მცხოვრებნი და სულ ცოტა დარჩა ხალხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close