10 ხოლო უფლის დღე მოვა ქურდივით და მაშინ ზეცანი გრგვინვით გარდავლენ, ელემენტები მხურვალებით დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება. 11 თუკი ყველაფერი ასე დაიშლება, როგორი წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა უნდა შეინარჩუნოთ, 12 რადგან ელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო დამწვარი ელემენტები დადნებიან.